ქუთაისი-საირმეს გზის მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოიხსნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) მოიხსნა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი. ამასთან, დიდთოვლობის გამო, ამავე მონაკვეთზე ნარჩუნდება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.