გია ვოლსკი – ნიკა მელიაზე: შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს, უნდა რომ თავი წარმოაჩინოს უფრო ბრძენად
“კატეგორიულად აცხადებდა, რომ ის, რომ იყოს მიხეილ სააკაშვილის ადგილზე, აუცილებლად ჩამოვიდოდა – ახლა რასაკვირველია შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს და უნდა რომ თავი წარმოაჩინოს უფრო ბრძენად”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებებს.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მესამე პრეზიდენტის ფანტაზიების მძევალია.
„კატეგორიულად აცხადებდა, რომ იგი, რომ იყოს სააკაშვილის ადგილზე, აუცილებლად ჩამოვიდოდა და ჩაუდგებოდა სათავეში ამ მოძრაობას. რომ კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილის ყოფნა უკრაინაში. ახლა რასაკვირველია შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს და უნდა რომ თავი წარმოაჩინოს უფრო ბრძენად, მაგალითად ვიდრე, ნაყოფიაა. საერთოდ, „ნაცმოძრაობა“ ორი ლიდერის ხელში დარჩა და ერთი ბელადის შემყურე. ორი ლიდერი, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია – კობა ნაყოფია და ნიკანორ მელია, მაგრამ აერთიანებთ ერთი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. ეს არეულობა და რევოლუციური პროცესები პერსპექტივაში არ მოსწონთ. სააკაშვილის შეკვეთა არის მთავარი და „ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად იქცა სააკაშვილის ამ ფანტაზიების მძევლად, რომ იგი რევოლუციური ტალღით იქნება გათავისუფლებული საკნიდან. ეს რეალობაა დღეს შექმნილი ამ პოლიტიკურ პარტიაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.