„თავისუფალი „ლიტერა – 2021“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„თავისუფალი „ლიტერა – 2021“-ის გამარჯვებულები ცნობილია. მწერალთა სახლი აქვეყნებს ინფორმაციას და ულოცავს გამარჯვებულებს.
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
ალეკო შუღლაძე – „ლაბირინთი მანუელისთვის “, გამომცემლობა „პალიტრა L“
რუსუდან რუხაძე – „სიყვარულის წონა“, გამომცემლობა „ინტელექტი“
წლის საუკეთესო რომანი:
შოთა იათაშვილი – „დამწყები“, გამომცემლობა „პალიტრა L“
ბექა ქურხული – „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
ბათუ დანელია – „თოვლის ტენორი“, გამომცემლობა „პეგასი“
წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა:
როსტომ ჩხეიძე – „მუხა უდაბნოში“, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება
წლის საუკეთესო დებიუტი:
ნანა აბულაძე – „აკუმი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:
ნატალია ავალიანი – შოთა იათაშვილი „დამწყები“, გამომცემლობა „პალიტრა L“
ილიაუნის სპეციალური პრემია სამოქალაქო თემების ასახვისთვის ლიტერატურაში გადაეცა ეკა ქევანიშვილს.