საქართველოში კოვიდინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 071 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 295 505 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 071 560, გარდაიცვალა 15 174 პაციენტი.