ელისო ბოლქვაძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს კახა ერაძეს შეხვდა
სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, სამუშაო ჯგუფთან ერთად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, კახა ერაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების ახალი კონცეფციის შესახებ იმსჯელეს, რომლის საბოლოო ვერსია, უახლოეს მომავალში, ლატვიელ ექსპერტებთან ერთად, სამუშაო შეხვედრების საფუძველზე დამუშავდება.
„შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ სახელოვნებო სასწავლებლებში ერთიანი პროგრამებისა და სტანდარტების შემუშავების საკითხებზე”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.