გორში სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

2022 წელს, გორში,  სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციაც განხორციელდება.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი 2 თებერვალს გამოაცხადა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე (ბაგრატიონის ქუჩიდან სტალინის გამზირის მიმართულებით) 123 მეტრია.

გურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 278 690 ლარია.

შესყიდვის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

შესყიდვის ბმული – http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=443075&lang=ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები