იაგო ხვიჩია: არ მგონია, ჩვენი პარლამენტის წევრები კიევში მოგზაურობით დიდ საგმირო საქმეს ჩადიოდნენ
მოგვწონს თუ არა, ქართველი ხალხის ნებას ხელისუფლება გამოხატავს და მისი მესიჯი უფრო მძლავრია. არ მგონია, ჩვენი პარლამენტის წევრები კიევში მოგზაურობით დიდ საგმირო საქმეს ჩადიოდნენ, – ასე შეაფასა „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის ნაწილის უკრაინაში ჩასვლა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინისადმი მხარდაჭერის პოლიტიკური აქტი თავად ხელისუფლების მხრიდან უნდა ხორციელდებოდეს.
„კიევში წასვლას არა აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა ჰქონდა პოლიტიკურ აქტს, როდესაც საქართველოს მაღალი თანამდებობის ოფიციალური წარმომადგენლები მხარდაჭერას კიევში ჩასვლით გამოხატავდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ან კონკრეტული თანამდებობის პირები ხელისუფლებიდან რომ ჩავლენ, დაისვენებენ და ჩამოვლენ, ამას მხარდაჭერასთან დიდი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.