საქართველოში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 15 575 ადამიანი

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 22 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 575 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 821 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 46 355, „პისიარ“ ტესტით – 27 466.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,16%, ბოლო 14 დღის – 25,24%, ბოლო შვიდი დღის – 27,87%.
კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 808 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 958 პირი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 272 371 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 053 966 გამოჯანმრთელდა, 15 141 კი, გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები