„სოლიკო ვირსალაძე – თეატრის ჯადოქარი” – მარიანა ოკლეის საჯარო ლექცია გაიმართება

8 თებერვალს, 16.00 საათზე, ეროვნულ გალერეაში გაიმართება ხელოვნებათმცოდნე მარიანა ოკლეის საჯარო ლექცია – „სოლიკო ვირსალაძე – თეატრის ჯადოქარი”, – ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ლექცია ჩატარდება გალერეაში მიმდინარე სოლიკო ვირსალაძის გამოფენის თანმხლები საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.
მკვლევარი და მეცნიერი მარიანა ოკლეი წლების მანძილზე მუშაობს ს. ვირსალაძის თემაზე, ლექციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, გაეცნოს ამ ხელოვნის შემოქმედებას და ცხოვრებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები