ქვემო ქართლის რეგიონში უკანონო ტყითსარგებლობის 13 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 13 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წალკის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა ყოველგვარი ნებართვის გარეშე მოჭრეს და შემდგომში ტრანსპორტირება გაუწიეს 23 მ3-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანს.
მათივე ცნობით, შედგა შესაბამისი ოქმები. სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები