ალეკო ელისაშვილი: გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ყველას დაეჭირა მხარი, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციაა
“სხვა არჩევანი არ მქონდა – ან უკრაინისთვის მხარი არ უნდა დამეჭირა ან ნახევრად ფაბრიკატი ტექსტისთვის მხარი უნდა დამეჭირა”, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი, „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.
“წავიკითხე უკრაინის რადას საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც საქართველოს პარლამენტს მადლობა გადაუხადა.
ჩვენ აქ არა ერთმანეთის გასაგონად, არამედ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ვიღებდით. იქ წერია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, საფრთხეები და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს საწყალი ტექსტია. გაცილებით ღირსეული ტექსტი იქნებოდა, რომ ყოფილიყო მასში ადრესატი – ვინ არის საფრთხე – რუსეთის ფედერაცია. ასევე, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ ყველას დაეჭირა მხარი, თუნდაც, ამ რეზოლუციისთვის – ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციაა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.