მწერალ სოფი მერსერონთან ონლაინშეხვედრა გაიმართება

2 თებერვალს, 17 საათზე, გაიმართება ონლაინშეხვედრა მწერალ სოფი მერსერონთან. შეხვედრა, რომლის ორგანიზატორებიც არიან საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, საქართველოს მწერალთა სახლი და პროექტი – „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“,  ჩატარდება ფრანგულ ენაზე.

სოფი მერსერონი არის ფრანგი მწერალი და მსახიობი. მან განათლება მიიღო ნანტის რეგიონის ეროვნულ კონსერვატორიაში და მუშაობს რამდენიმე რეჟისორთან ნანტსა და პარიზში.

სოფი მერსერონი მონწილეობს, ასევე, სხვადასხვა ლიტერატურულ ფესტივალში, როგორებიცაა: „მწერლები ზღვის პირას’’, „მიტინგი’’ და „ევროპული შთაბეჭდილებები’’. 2006 წელს მან დააარსა ლიტერატურული კაფე ’„ლ’ოგრ ა პლიუმ’’, რომელსაც დიდი გატაცებით უძღვებოდა.

2020 წელს, სოფი მერსერონის პიესამ „ავრილი’’ მიიღო საყმაწვილო დრამატული ლიტერატურის გრან- პრი. 2021 წელს კი მისი წიგნი  „ჭამე სელაპი’’ ასევე დაჯილდოვდა საყმაწვილო დრამატული ლიტერატურის გრან – პრით.

2020/2021 წლებში ის მუშაობდა, როგორც ასოცირებული ავტორი, სარანის რეგიონის ლა ტეტ ნუარის თეატრისთვის.

არსებული ეკოლოგიური კრიზისის ფონზე, სოფი მერსერონის პიესები წარმოაჩენენ კლიმატურ ცვლილებას, რათა სცენაზე აჩვენონ ის ადამიანები, რომელთაც კომუნიკაციის პრობლემა ექმნებათ.

2022 წლის იანვრის თვეში, იუნესკოს პროექტის „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი” და საქართველოს მწერალთა სახლის სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, სოფი მერსერონი მოწვეულია თბილისში, თავის მომავალ წიგნზე სამუშაოდ, სათაურით „Kingsland“.

ზუმის ბმული: https://zoom.us/j/99938846368

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები