„ატონალური გაბრწყინება” და წარმატება ტრიესტის საერთაშორისო კინოფესტივალზე
რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე მიწვეული იყო ტრიესტის საერთაშორისო კინოფესტივალის პლატფორმაზე – Last Stop Trieste, დოკუმენტური ფილმის პროექტით „ატონალური გაბრწყინება”. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, პროექტს გადაეცა First Hand Fund Award.
„ვულოცავთ ალექსანდრე ქორიძეს და ველით მის ფილმს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
21-30 იანვარს, იტალიის ქ. ტრიესტში გაიმართა საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო ქართველ რეჟისორთა ფილმები.