“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისში, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები წარწერებით – “ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბეშია”, “ხელისუფლება დაგვცინის”.
მათი თქმით, ისინი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას და გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ადამიანები შიმშილობენ.
“კორუფციის ბუდესთან ვიმყოფებით, რომელმაც გააღარიბა ქვეყანა, რომელმაც ამ ქვეყანაში გააძვირა პროდუქტები, მედიკამენტები, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი – ამ გაძვირების გამო ხალხი შიმშილობს. მათ შორის შიმშილობენ ბავშვები”, – განაცხადა ნადირაძემ.