ელისაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: მოდიოდნენ, კომიტეტის დაწყების წინ ხელს მოაწერდნენ და მიდიოდნენ, ხელს იმიტომ აწერდნენ, რომ ხელფასები არ დაჰქვითოდათ
„ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი ამაო იყო და ვერაფერს გახდნენ”, – განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტში კომიტეტის სხდომის დაწყების წინ მიდიოდნენ და ხელს აწერდნენ, რათა ხელფასები არ დაჰქვითოდათ.
“თან, ეს როგორი ბოიკოტი იყო: მოდიოდნენ, კომიტეტის დაწყების წინ ხელს მოაწერდნენ და მიდიოდნენ. ხელს იმიტომ აწერდნენ, რომ ხელფასები არ დაჰქვითოდათ. მაგისთვის მოდიოდნენ პარლამენტში, მაგრამ არც კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ და არც პარლამენტის საქმიანობაში არ მონაწილეობდნენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა
მისი თქმით, „პარლამენტი ფულის საკეთებელი ადგილი არ არის“.
„პარლამენტი არის ადგილი, სადაც ხალხსა და მათ პრობლემებზე უნდა ვფიქრობდეთ. პარლამენტი იმისთვის არაა, რომ მარტო „მიშა, მიშას“ ყვიროდე, არც – ფულის საკეთებლად, არც მაგიდაზე შემოსახტომად. თუ ყველა მოვინდომებთ, „ქართული ოცნებაც“ და ოპოზიციაც, რომ საქმე ვაკეთოთ, შეგვიძლია, რომ ამ ღარიბი ქვეყნის მიხედვა პარლამენტიდან დავიწყოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.