ვინ არის მფრინავი, რომელმაც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში georgian airway-ის თვითმფრინავი დასვა (ვიდეო)

ავიაკომპანია Georgian Airways-ის პრეზიდენტი, თამაზ გაიაშვილი გუშინ განხორციელებულ თბილისი-ამსტერდამის რეისს, რომელიც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში შესრულდა, “კვირასთან” საუბარში გამოეხმაურა და მფრინავის – მიხეილ ჩანადირის დამსახურებას ხაზი გაუსვა.

მისივე თქმით, “Georgian Airways”-ს საამაყო მფრინავები ჰყავს.

“გუშინ თბილისი-ამსტერდამის რეისის შესრულება მოხდა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში. ჩვენმა სახელოვანმა მფრინავებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს მაღალი პროფესიონალიზმი. ხომალდს მართავდა გამოცდილი მფრინავი – მიხეილ ჩანადირი. 30-წლიანი გამოცდილება აქვს და მრავალი მფრინავი აღზარდა.

ბორტზე 130 მგზავრი იყო. “Georgian Airways”-ს საამაყო მფრინავები ჰყავს და პროფესიონალიზმი მრავალჯერ დაამტკიცეს”, – აცხადებს გაიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები