ჯანდაცვის სამინისტროსთან დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებმა აქცია გამართეს
ჯანდაცვის სამინისტროსთან დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებმა, სისხლში გლუკოზის დონის დასადგენი სპეციალური სენსორული აპარატების შეძენის მოთხოვნით, აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ გასცა დაპირება, რომ ორგანიზმში შაქრის დონის მონიტორინგისთვის საჭირო აპარატები იანვარში 1300-ზე მეტ დიაბეტით დაავადებულ არასრულწლოვანს გადაეცემოდა.
მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე, აპარატების შესაძენად თანხა გამოყოფილია, თუმცა, ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა.