ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 371 ადამიანი აიცრა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 371-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 722 187 აცრა გაკეთდა.
საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 10 732 პაციენტი.