საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 36 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 016-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 24 201 პირს დაუდასტურდა, 10 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები