საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 732 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 732 მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.
ამასთან, 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 503 პაციენტი, გარდაიცვალა 35.