“ოქროს ბირჟა” დღეიდან მუშაობას განაახლებს

“ოქროს ბირჟა”, რომელიც კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო დაიხურა, მუშაობას 1-ელი თებერვლიდან განაახლებს.

ცნობისთვის, 23 იანვარს, ინფექციის მასობრივი გავრცელების გამო, თბილისი ცენტრალში განთავსებული “ოქროს ბირჟა” დაიხურა. ინფექცია ბირჟის ათობით თანამშრომელს დაუდასტურდა.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამშრომლები სამსახურში ვირუსის დადასტურების შემდეგაც დადიოდნენ, რამაც ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება გამოიწვია.

“ოქროს ბირჟის” დირექტორის, ეთერ ონიანის განცხადებით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ტესტირება ტარდება. დაკეტვამდე, კორონავირუსი 40-მდე თანამშრომელს დაუდასტურდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები