ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს სამედიცინო მოწყობილობები გადასცეს

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს ჟანგბადის 180 კონცენტრატორი, პულსის 2 000 ოქსიმეტრი და სხვა სამედიცინო მოწყობილობები გადასცეს. ხელსაწყოებით სოფლის ამბულატორიები აღიჭურვება, რათა ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს ჯანდაცვის უკეთესს სერვისებზე ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, პანდემიის მართვაში საქართველოს მომავალშიც აქტიურად  დაეხმარებიან.

„მოხარული ვარ დღეს აქ ყოფნით ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად. ვესწრებით აღჭურვილობის მიწოდებას, რათა დავეხმაროთ საქართველოს, იყოს წარმატებული კოვიდთან ბრძოლაში და არამხოლოდ.

რამდენადაც იცით, გულმოდგინედ ვმუშაობდით მთელი პანდემიის განმავლობაში, უზრუნველვყავით ოთხ მილიონამდე მცირე თუ დიდი აღჭურვილობა გასული თვეების განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა დღეს, რამდენადაც ჩვენ ვაწვდით აღჭურვილობას, რომელიც გამოყენებულ იქნება კოვიდის საშუალო სირთულის პრობლემებთან გასამკლავებლად. კერძოდ, მივაწოდოთ რეგიონებს და უზრუნველვყოთ, რომ უნივერსალური ჯანდაცვის ხედვა კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს წინ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ხედვის საფუძველზე.

როგორც ხედავთ, ვნერგავთ ტელემედიცინას, როგორც ხალხთან წვდომის საშუალებას სოფლებში და ეს არის ამ კონტრიბუციის ნაწილი. მოხარული ვარ აქ ყოფნით და იმის ხილვით, რომ აღჭურვილობა უსაფრთხოდ ჩამოვიდა“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები