ქიქოძის ქუჩაზე, კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე მდებარე შენობაში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი თავდაპირველად შენობის პირველ სართულზე გაჩნდა, თუმცა, მოგვიანებით მეორე სართულზეც გავრცელდა.

როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები