“მაინტერესებს, ხვალ ოპოზიცია დაუჭერს თუ არა მხარს ამ ტექსტს, რომელიც, ჩემზე არანაკლებ კარგად იციან, რომ ასეა საჭირო” – მდინარაძე რეზოლუციაზე

უკრაინასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს ხვალ პარლამენტის სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა.

„ამ მოცემულობით, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად ყველა აუცილებელი ასპექტი წერია, მხარს დაუჭერენ თუ არა? ეს ტექსტი ხვალ ასევე გამოვა სხდომაზე დასამტკიცებლად. პირდაპირ გეუბნებით,10-მდე ადამიანი გვყავს იზოლაციაში. 10-მდე ადამიანი არის კოვიდინფიცირებული ან კოვიდინფიცირებულის ახლო კონტაქტი. მე მაინტერესებს, ხვალ ოპოზიცია მხარს დაუჭერს თუ არა ამ ტექსტს, რომელიც ჩემზე არანაკლებ კარგად იციან, რომ ასეა საჭირო, ასე გამომდინარეობს ეროვნული ინტერესიდან, გამოხატავს უკრაინელი ხალხის, ხაზს ვუსვამ, ინტერესებს, მათი სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მაინტერესებს, მხარს დაუჭერენ, თუ ამ ერთ ფრაზას გაეკიდებიან, რომელიც ხან მნიშვნელოვანია, ხან, ჩემზე კარგად იცით. მაინტერესებს, გაეკიდებიან ამ ერთ ფრაზას და არ დაუჭერენ მხარს ამის გამო?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები