შალვა პაპუაშვილი ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

„დაწყებულია გამოძიება და იმედი მაქვს, რომ მალე დადგინდება ყველა გარემოება, რომელიც ამ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარ აფეთქებას.

შალვა პაპუაშვილმა გარდაცვლილი მეშახტის ოჯახს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

„მსურს, მივუსამძიმრო გარდაცვლილი მეშახტის ოჯახს და გამოჯანმრთელება ვუსურვო დაშავებულებს. დაწყებულია გამოძიება და იმედი მაქვს, რომ მალე დადგინდება ყველა გარემოება, რომელიც ამ ტრაგედიასთან არის დაკავშირებული”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები