ზურაბ აზარაშვილი: მიმდინარე კვირაში წამლებზე რეგისტრაციის განაცხადები შემოვა და კომპანიები იმპორტის რეჟიმში წამლების შემოტანას აქტიურად დაიწყებენ

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, ფარმაცევტულ კომპანიებს თურქ მწარმოებლებთან მოლაპარაკებები დაწყებული აქვთ.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში წამლებზე რეგისტრაციის განაცხადები შემოვა და კომპანიები იმპორტის რეჟიმში წამლების შემოტანას აქტიურად დაიწყებენ.

„თურქული ბაზარი უკვე გახსნილია და, მე რამდენადაც ვიცი, კომპანიებს თურქ მწარმოებლებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ. მიმდინარე კვირაში უკვე შემოვა წამლებზე რეგისტრაციის განაცხადები და ისინი იმპორტის რეჟიმში წამლების შემოტანას აქტიურად დაიწყებენ. საუბარია როგორც თურქეთში წარმოებულ მედიკამენტებზე, ასევე, თურქეთში იმპორტირებულ მედიკამენტებზე, რომლებიც თურქეთის გავლით საქართველოში შესაბამისი სერტიფიკატების და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე შემოვა”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები