პირი, რომელმაც ქუთაისში ფარმაცევტებს თანხა გასტაცა, პოლიციამ დააკავა

ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე პოლიციამ 32 წლის მამაკაცი დააკავა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ერთ-ერთ აფთიაქში იარაღის მუქარით ფარმაცევტებს 300 ლარამდე თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.თ. ქუთაისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღური გზით დაუფლებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები