თენგიზ ცერცვაძე: შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა ზოგადად პანდემიის მართვა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური კლინიკური მართვა

„ყველა ოპონენტმა, ვინც შემედავა, შემდეგ უკან დაიხია ან საერთოდ თავი აარიდა დებატებს. მედიკამენტების და მიდგომების გამოყენება ყველა ეტაპზე ოპტიმალურად ხდებოდა. არცერთ შემთხვევაში მკურნალობის არაოპტიმალურობა გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა“, –  ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ  “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ – ქალაქი“ განაცხადა

მისი შეფასებით, პანდემიის მართვისას ცალკეულ შემთხვევაში შეცდომები იყო.

„შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა ზოგადად, პანდემიის მართვა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური, კლინიკური მართვა. ცუდი მკურნალობა რომ ყოფილიყო, მაშინ არა მხოლოდ გარდაცვალების მაღალი რიცხვი იქნებოდა, არამედ ავადმყოფებს შორის გარდაცვალების მაღალი პროცენტი და ჩვენთან არცერთხელ არ ყოფილა ეს 1,5-ზე მეტი.

ახალმა მინისტრმა დაიწყო შესწავლა, შედეგები და დასკვნა დაიდება, ვის რამდენი ჰქონდა ჰოსპიტალური ინფექციის სიკვდილიანობა. საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, საქართველოში 6-7% იყო, მსოფლიოში 10-11%, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ არ გვქონია თუნდაც შიდა ჰოსპიტალური ინფექცია სხვებზე უარესი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები