კელი დეგნანი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში იმყოფებოდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში იმყოფებოდა. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“ზუგდიდში მდებარე დადიანების სასახლე სამეგრელოს ისტორიულ ავტონომიაზე, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობასა და ევროპასთან საბჭოთამდელ ძლიერ ურთიერთობაზე მეტყველებს. დღეს ელჩ დეგნანს დადიანების სასახლეში მუზეუმის თანამშრომლებმა უმასპინძლეს. ელჩმა ინახულა ულამაზესი ბოტანიკური ბაღი, დედოფლის სასახლე და ნიკო დადიანის სასახლე. მან, ასევე, დაათვალიერა მუზეუმის საოცარი კოლექცია, მათ შორის ღვთისმშობელ მარიამის კვართი, დედოფალ ბურდუხანის მეთორმეტე საუკუნის ხატი, იმამ შამილის ხმალი და ნაპოლეონ ბონაპარტის სიკვდილის შემდგომი ოთხი ნიღბიდან ერთი.
გასული ოცდაათი წლის განმავლობაში შეერთებული შტატები, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, მუშაობს საქართველოს არაჩვეულებრივი და მართლაც უნიკალური კულტურისა და ისტორიის შენარჩუნებასა და წარმოჩენაზე. საქართველოს მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ოცზე მეტი პროექტი დავაფინანსეთ. მათ შორისაა ჯვრის მონასტრის შენარჩუნების მიმდინარე პროექტი. ასევე, რეგულარულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მუზეუმებსა და კულტურის სხვა ინსტიტუტებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები