იაგო ხვიჩია – რეზოლუციაზე: ამ პროცესმა სერიოზულობა დაიკარგა როგორც მმართველი პარტიის, ისე – ოპოზიციის მხრიდან
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადების პროცესი სპექტაკლია და სოლიდარობის გამოხატვასთან კავშირი არ აქვს.
მისი აზრით, ამ პროცესმა და რეზოლუციამ სერიოზულობა დაიკარგა როგორც მმართველი პარტიის, ისე – ოპოზიციის მხრიდან.
„ვფიქრობთ, რომ სოლიდარობა სხვანაირად უნდა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ. რითაც შეგვეძლება, ყველა ჩვენი საშუალებით დავაფიქსირებთ სოლიდარობას. ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან, უფრო შიდაპოლიტიკური ბრძოლის ნაწილია – ვინ უფრო მამაცია და ვინ უფრო გულმხურვალედ უყვარს უკრაინელი ხალხი და მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა საჩვენო საქმე არაა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.