საცხოვრებელი ფართი სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა 16-მა ოჯახმა მიიღო

სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირები დევნილთა სააგენტოში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, საცხოვრებელი ფართი უკვე თექვსმეტმა ოჯახმა მიიღო.

როგორც ცნობილია, გუშინ გასაღები 9 ოჯახს გადაეცა, საუბარია ორ- და სამოთახიან საცხოვრებელ ფართებზე. ხოლო 7-მა ოჯახმა ფართი თავისით მოიძია,  დევნილთა სააგენტომ და ჯანდაცვის სამინისტრომ კი დაუფინანსა.

სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს განაცხადა, რომ 140-მდე ოჯახი ეტაპობრივად განსახლდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები