ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე, მოსამართლემ Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე, მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა Netflix–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა.

“მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია იურიდიული ფირმა BLB-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქმე ეხება Netflix-ის მინისერიალ “ლაზიერის გამბიტს”. სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა იმის შესახებ, რომ გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია. სარჩელში ნათქვამია, რომ “ლაზიერის გამბიტში” აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ კაც მოჭადრაკესთან.

მანამდე, 7 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, რომელსაც ქართული მხარე დისტანციურად დაესწრო, სერიალ ლაზიერის გამბიტის სცენარისტი და პროდიუსერი, ფრენკ სკოტი გამოიკითხა. სასამართლოს Netflix-მა საკუთარი საპასუხო შუამდგომლობა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც კომპანია არ მიიჩნევს, რომ ნონა გაფრინდაშვილის პროფესიული მიღწევები და საქმიანი რეპუტაცია დააზიანა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები