NDI: მოსახლეობის 24%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, „ნაციონალურ მოძრაობას“ 9% ასახელებს
NDI-ის კვლევის მიხედვით, ამოკითხულთა 24%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ყველას ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 9%-ის აზრით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 8%-ის აზრით სხვა პარტია.
ამასთან, ყველაზე დიდი ნაწილი, 41% ფიქრობს, რომ მის შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია დგას, 17%-მა კი არ იცის კითხვაზე პასუხი და ამასთან, უარს ამბობს პასუხზე.
NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.