ლევან ხაბეიშვილი: “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა, იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომია

„ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა, იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომია – არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ მთავარი აგრესორი, მთავარი ოკუპანტი არის რუსეთი”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ რეზოლუციას.

მისივე თქმით, უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაში რუსეთის არხსენება კრემლის ინტერესებს ემსახურება.

„ქართული ოცნების” რეზოლუციას თუ ჩახედავთ, შესაძლოა, იფიქროთ, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და ერთმანეთში აქვს უკრაინელ ხალხს რამე გასარკვევი, არადა, ყველამ კარგად ვიცით, მთავარი აგრესორი არის რუსეთი, მთავარი ოკუპანტი არის რუსეთი. შესაბამისად, რეზოლუციის მიღება, უკრაინის მხარდამჭერი, ისე, რომ რუსეთი არ ახსენო, ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებს. ამიტომ, ვფიქრობ, საზოგადოება კარგად ხვდება და აღიქვამს იმ რეალობას, რაშიც ვართ, ფაქტობრივად, რუსეთის გუბერნიად აქციეს ჩვენი სახელმწიფო და ამიტომაც არის, რომ ადგენენ იმ რეზოლუციას, რომელიც არა უკრაინელი ან ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეა, არამედ ემსახურება კრემლის პროპაგანდას. ცხადია, რომ რეზოლუციას, სადაც რუსეთი არ იქნება ხსენებული, მით უმეტეს, არ იქნება, როგორც ოკუპანტი ხსენებული, ვერ დავუჭერთ მხარს. ეს არ არის ნორმალური და ეს დაემსგავსება ხელისუფლებისთვის “პირის მობანას”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები