2021 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონების ფასები 1.2%-ით არის მომატებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთი კვადრატული მეტრის ფასი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის ფასებთან შედარებით, 1.2%-ით გაიზარდა.
თბილისში, უბნების მიხედვით, ერთი კვადრატული მეტრის უძრავი ქონების ფასები ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია და მისი ღირებულება 3 930 ლარს შეადგენს.
ვაკეში ერთი კვადრატული მეტრი, საშუალოდ, 3 540 ლარი ღირს, საბურთალოზე – 3 160 ლარი, ჩუღურეთში 3 045 ლარი, კრწანისში – 2 990 ლარი, დიდუბეში 2 850 ლარი, ნაძალადევში – 2 720 ლარი.
თბილისში, უძრავ ქონებაზე ყველაზე დაბალი ფასები სამგორის, გლდანის და ისნის რაიონებშია. სამგორში კვადრატული მეტრი 2 370 ლარი ღირს, გლდანში – 2 500 ლარი, ისანში – 2 540 ლარი.