“არა ძალადობას” – შსს-სთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მეტროში მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი არასრულწლოვან შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდა.
მათ ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით – “არა ძალადობას”, “არა მილიციას” და სხვა.
ცნობისთვის, მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს.