მწერალი და ისტორიკოსი თამაზ ნატროშვილი გარდაიცვალა

84 წლის ასაკში გარდაიცვალა ისტორიკოსი, მეცნიერი და მწერალი თამაზ ნატროშვილი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას მისი გარდაცვალების გამო
„თამაზ ნატროშვილი, პროფესიით, ისტორიკოსი იყო, საისტორიო წყაროების იშვიათი მცოდნე. მის მოთხრობებს და ესსეებს სწორედ ამ წყაროთა კეთილსინდისიერი გამოყენება და თხრობის უაღრესად რაფინირებული სტილი გამოარჩევდა. რა დროც არ უნდა გავიდეს, მისი წიგნები („მაშრიყით მაღრიბამდე“, „დაღათუ იყოს სიკვდილი“ და სხვ.), ყოველთვის დარჩებიან იშვიათი განსწავლულობისა და გემოვნების ნიმუშებად“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაიბადა  1937 წლის 20 მაისს დედოფლისწყაროში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1960 წელს.
პირველი მოთხრობა „ხვალ დოღი იქნება ხეობაში” გამოაქვეყნა 1956 წელს, მოთხრობათა პირველი კრებული „გამოღვიძება” კი – 1963 წელს.
თამაზ ნატროშვილს  26 იანვარს, 14:00 საათზე, მახათას მთაზე მდებარე პანთეონში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები