კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის გავრცელების ფონზე, სავარაუდოა, რომ ევროპა COVID-19 პანდემიის დასასრულს უახლოვდება.
ამის შესახებ AFP-სთან ინტერვიუში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მარტისთვის “ომიკრონის შტამით ევროპელთა 60% შეიძლება, დაინფიცირდეს.
”სავარაუდოა, რომ რეგიონი პანდემიის ერთგვარი დასასრულისკენ მიდის,” – თქვა მან.
კლუგე ელოდება, რომ “ომიკრონის” ტალღა რამდენიმე კვირაში შემცირდება, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება გლობალური იმუნიტეტი, ვაქცინაციის ან ავადმყოფობის შემდეგ.
გარდა ამისა, მოსალოდნელია ვურისის გავრცელების შემცირება, სეზონური ვირუსი გავრცელების გამო.
„ჩვენ ველით, რომ იქნება სიმშვიდის პერიოდი, სანამ COVID-19 შესაძლოა, წლის ბოლომდე დაბრუნდეს, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ პანდემია დაბრუნდეს“, – თქვა მან.
ამასთან, ის მიიჩნევს, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი კორონავირუსის ენდემურ ხასიათზე.
”ამ ვირუსმა არაერთხელ გაგვაკვირვა, ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”, – თქვა კლუგემ.
კერძოდ, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ “ომიკრონის” შტამის ასეთი ფართო გავრცელებით შესაძლოა, კვლავ გამოჩნდეს კორონავირუსის სხვა ვარიანტები.
მისი თქმით, ახლა ყურადღება უნდა გამახვილდეს “ომიკრონის” გავრცელების ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებაზე ჯანდაცვის სისტემებზე, განათლებასა და ეკონომიკაზე.
ამასთან, კლუგემ ხალხს პირადი პასუხისმგებლობის გამოვლენისკენ მოუწოდა.
„თუ თავს ცუდად გრძნობთ, დარჩით სახლში, გაიარეთ თვითტესტი. თუ დადებითი შედეგი გამოგივიდათ, იზოლირებული იყავით“, – დასძინა მან.