გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ, ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს.
როგორც დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა ჯამში 38 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრეს და შემდგომში მათი ტრანსპორტირება ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე განახორციელეს.
“ავტომანქანები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.