გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში გზების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერები გამოაცხადა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლებში გზების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერები გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და სოფელ ბერშუეთის გარდა, სოფელ სობისსაც მოიცავს, შესაბამისად გაივლის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსაც. გზის სიგრძე 3 265 გრძივ მეტრს შეადგენს. გარდა საავტომობილო გზის მონაკვეთისა, პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის, ეზოებისა და მიერთებების მოწყობასაც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 681 980 ლარის შეადგენს .
გარდა ამისა, სოფელ ხიდისთავში საუბნო გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. აქედან, ერთი მონაკვეთი 641 გრძივ მეტრს, ხოლო მეორე მონაკვეთი 2 444 გრძივ მეტრს შეადგენს. ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად დაგეგმილია ტროტუარებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობაც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 011 480 ლარია.
ამასთან, წედისში, ბნავისში, ოლოზსა და ღვარებში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების I ეტაპი იწყება. გზის სიგრძე 5 800 გრძივი მეტრია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 745 860 ლარის შეადგენს.