შალვა ნათელაშვილი: პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, სოცქსელებში გამოკითხვა მიმდინარეობს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ამ დროისათვის,  პარლამენტში მისი შესვლის საკითხზე სოციალურ ქსელებში გამოკითხვა მიმდინარეობს, ამიტომ, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ჩვენ ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლაზე, ჯერ მიდის გამოკითხვა სოციალურ ქსელებში”, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ამასთან, მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც მთელი ოპოზიცია შევიდა პარლამენტში, ბოიკოტის ეფექტმა აზრი დაკარგა.

“იმ ფონზე, როდესაც მთელი ოპოზიცია შელაგდა შიგნით, აზრი დაკარგა ბოიკოტის ეფექტმა იმ გაგებით, რომ ჩვენ შევძლებდით ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოწვევას”, – აცხადებს ნათელაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და დასკვნას, გადაწყვეტილების მისაღებად, პარლამენტის პლენარულ სხდომას მიაწვდის. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს რეგლამენტი განსაზღვრავს, რომელიც, არასაპატიო მიზეზით, სხდომების კონკრეტული ოდენობის გაცდენის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები