წიგნი „ალექსანდრე ყაზბეგი” და მწერლის დაბადების დღე

20 იანვარი ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მწერალთა სახლისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, გამოიცა ზაზა აბზიანიძის „ალექსანდრე ყაზბეგი” (ილუსტრირებული ბიოგრაფიები), – ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
ალექსანდრე ყაზბეგი დაიბადა 1848 წლის 20 იანვარს სტეფანწმინდაში, ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.
ალექსანდრე ყაზბეგმა რუსეთის იმპერიაში მოქცეული ქართველი ხალხის ტრაგიკული მდგომარეობა დახატა.  1884 წელს წიგნად გამოცემული „ელგუჯას” მთელი ტირაჟი დაწვეს. უკანასკნელი მნიშვნელოვანი ნაწარმოები „მოძღვარი” 1885 წელს „ივერიაში” დაიბეჭდა.
1886 წელს მეგობრების გარეშე მარტოდ დარჩენილი, ყველასაგან გარიყული მწერალი მხოლოდ მოთხრობების წერით ირთობდა თავს.პროგრესული დამბლით დაავადებული 42 წლის ყაზბეგი თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.
1893 წლის 19 დეკემბერს ალექსანდრე ყაზბეგის ცხედარი თბილისიდან ხევს წაასვენეს და სოფელ სტეფანწმინდაში მიაბარეს მშობლიურ მიწას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები