შალვა პაპუაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ისრაელის ელჩმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა დააფიქსირა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და ამ ურთიერთობების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში. აღინიშნა, რომ წელს სრულდება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე.

პარლამენტის თავმჯდომარემ რან გიდორს მიმდინარე წლის საპარლამენტო დღის წესრიგი გააცნო. ასევე, განიხილეს საპარლამენტო მიმართულებით მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების დაგეგმვის შესაძლებლობა. პარლამენტის თავმჯდომარემ ებრაულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელმწიფოს მუდმივი თანადგომისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები