შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან.

პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, შალვა პაპუაშვილმა და კელი დეგნანმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული კავშირები.

აგრეთვე, ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და შემდგომი წლების საპარლამენტო დღის წესრიგზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის წვლილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში და ელჩს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები