თურქეთსა და სომხეთს შორის ავიამიმოსვლა ოფიციალურად 2 თებერვლიდან გაიხსნება

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ერევანსა და სტამბოლს შორის პირველი რეისების განხორციელების თარიღი გამოაცხადა.

Anadolu-ს ინფორმაციით, პირველი რეისები დაგეგმილია 2 თებერვალს.

თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, გრძელდება მოლაპარაკება სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების თემაზე.

აღნიშნულია, რომ რეისები კვირაში სამჯერ შესრულდება ავიაკომპანია Pegasus-ის მიერ საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან. ასევე, კვირაში სამ რეისს შეასრულებს სომხური ავიაკომპანია – Fly One Armenia.

Fly One Armenia რეისით სტამბოლის აეროპორტში 2 თებერვლის ადგილობრივი დროით 19:50 საათზე დაჯდება, ხოლო Pegasus-ი იმავე დღეს – 23:35 საათზე ერევნის მიმართულებით, საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან გაფრინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები