მერკელს გაერო-ში თანამდებობა შესთავაზეს

 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი ორგანიზაციის  სტრუქტურის მაღალი დონის მრჩევლად სამუშაოდ მიიწვია.

ამის შესახებ DPA წყაროზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ წინადადებაზე პასუხი არც ყოფილ კანცლერს, არც მის წარმომადგენლებს არ გაუციათ.

სააგენტოს ცნობით, 67 წლის ანგელა მერკელს გლობალური საზოგადოებრივი სიკეთეების საკითხთა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა შესთავაზეს. ამ ორგანოს კომპეტენციას შორის უნდა იყოს საერთაშორისო რეგულირების საკითხები, კერძოდ, ვაჭრობის ან ფრენების უსაფრთხოების სფეროში.

გლობალური საზოგადოებრივი სიკეთეების საკონსულტაციო ორგანო არის გუტერეშის ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტი, რომელსაც ის ხელს უწყობს გაერო-ს რეფორმის ფარგლებში.

2021 წლის ივნისში გუტერეში გენერალურ მდივანად მეორე – ხუთწლიანი ვადით დაამტკიცეს, მისი უფლებამოსილების ვადის ათვლა დაიწყო  1-ელი იანვრიდან და გაგრძელდება 2026 წლის 31 დეკემბრამდე.

გუტერეშმა თავისი წინადადება მერკელს წერილობით გაუგზავნა.

გაერო-ში ამბობენ, რომ ნაკლებსავარაუდოა, მერკელი პოსტს დათანხმდეს, თუმცა, ორგანიზაციაში შეთავაზების გაგზავნაზე კომენტარი ოფიციალურად არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები