“უკრაინის საზღვრებთან არც ბალერინები და არც პოეტები დგანან” – კულება მოუწოდებს საფრანგეთს, შეწყვიტოს რუსეთის რომანტიზება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება მოუწოდებს საფრანგეთს, გვერდზე გადადოს რუსეთზე „რომანტიზებული წარმოდგენები“. მინისტრი ახსენებს ფრანგულ საზოგადოებას, რომ მისი ქვეყნის საზღვრებთან არც ბალერინები და არც პოეტები დგანან.

ამის შესახებ ნათქვამია დიპლომატის სტატიაში გაზეთ Le Figaro-სთვის.

როგორც კულება აღნიშნავს, მისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საფრანგეთის ინტელექტუალური ელიტის ნაწილს კვლავ აქვს „განსაკუთრებული შეხედულება“ რუსეთის მიმართ.

მინისტრის ამას იმით ხსნის, რომ ვიღაც „რუსული კულტურით არის მოხიბლული“, ვიღაც კი სკეპტიკურად უყურებს აშშ-ს და რუსეთთან ურთიერთობას ალტერნატივად მიიჩნევს. სხვები “გვთავაზობენ გეოპოლიტიკურ თამაშს – უფრო მჭიდრო თანამშრომლობას რუსეთთან, რომ თავიდან ავიცილოთ რუსეთისა და ჩინეთის დაახლოება.

„არ მინდა, ვინმეს იმედი გავუცრუო, მაგრამ დღევანდელ რუსეთს საერთო არაფერი აქვს რუსულ ბალეტთან ან ლიტერატურასთან, და დღეს ჩვენ უკრაინის საზღვრებთან არც ბალერინებს და არც პოეტებს ვხედავთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრი ასევე აცხადებს, რომ რუსეთს არ აქვს მნიშვნელოვანი როლი აშშ-სა და ჩინეთთან დაპირისპირებაში.

მან მოუწოდა საფრანგეთს, შეეშვას „გეოპოლიტიკური ქიმერებს“ და „რომანტიზებულ შეხედულებებს“ რუსეთის შესახებ. მოსკოვის მიმართ საფრანგეთის უფრო მკაცრ მიტრიალებას შეუძლია, ფუნდამენტურად შეცვალოს კრემლის გათვლები.

საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ რუსეთის ქმედებები “მომთხოვნი დიალოგის” საფრანგეთის სტრატეგიის “ტესტი” იქნება. კულება დარწმუნებულია, რომ თუ ევროპული დიპლომატია ვერ აღკვეთს რუსეთის ახალ თავდასხმას უკრაინაზე, ეს გამოწვევა იქნება მთელი ევროპისთვის, „რადგან რუსეთის მადა მხოლოდ გაიზრდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები