შალვა პაპუაშვილი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის რეგიონულ დირექტორს ქრისტოფერ ლევიკს და ფონდის გარემოსდაცვითი დემოკრატიის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებ.

მათივე ცნობით, ხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის გეგმებსა და პრიორიტეტებზე და ამ მიმართულებებით ფონდთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ქრისტოფერ ლევიკს მადლობა გადაუხადა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიერ საქართველოსა და პარლამენტში განხორციელებული და მიმდინარე პროგრამებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები