მიხეილ ჩხენკელი მზექალა შანიძეს იუბილეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 96 წლის იუბილეს ულოცავს.

„ქალბატონო მზექალა, მთელი გულით გილოცავთ 96 წლის იუბილეს. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე! ფასდაუდებელია თქვენი სამეცნიერო ნაშრომები ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. თქვენ გამორჩეული მეცნიერი ბრძანდებით იმ უდიდესი წვლილის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგანძურის – ხელნაწერთა კვლევისა და გამოცემის საშვილიშვილო საქმეში შეიტანეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობები თქვენს სამეცნიერო ნაშრომებს კიდევ უფრო მეტად დააფასებენ. თქვენი სამეცნიერო მოღვაწეობით მაღალი აკადემიური სტანდარტი დააწესეთ, რის გამოც სამაგალითო ბრძანდებით ყველა თაობის მეცნიერისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს!“,- აცხადებს მინისტრი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები