თენგიზ ცერცვაძე – ჯანდაცვის ახალ მინისტრზე: ახალი ცოცხი კარგად გვის

“ახალი მინისტრისგან ყველა ელის რაღაც სიახლეს. ახალი ცოცხი კარგად გვის. მით უმეტეს, რომ ამ მინისტრს აქვს ძალიან კარგი ბექგრაუნდი მენეჯერისა და ფინანსისტის”, – ასე აფასებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს.

მისი თქმით, ახალ მინისტრს სამედიცინო საკითხებში კარგი მრჩეველი ჰყავს თამარ გაბუნიას სახით.

“სწორი ხედვები და პრიორიტეტები აქვს დასახული. ჩვენ წინა მინისტრის მართვის კმაყოფილებიც ვიყავით, რამეთუ ის საკითხები, რომლებიც უშუალოდ კლინიკურ მართვას ეხებოდა, მაგალითად, პაციენტების ნაკადის მართვა და ექიმის გარეშე ავადმყოფის არდარჩენა, ეს წინა მინისტრის დროსაც იყო კარგად მართული. მაგრამ, ბუნებრივია, ახალი მინისტრისგან ყველა ელის რაღაც სიახლეს. ახალი ცოცხი კარგად გვის. მით უმეტეს, რომ ამ მინისტრს აქვს ძალიან კარგი ბექგრაუნდი მენეჯერის და ფინანსისტის. თუ მას ეყოლება კარგი მრჩევლებიც წმინდა სამედიცინო საკითხებში და დღეს ასეთები ჰყავს, მაგალითად, თამარ გაბუნიას სახით”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები